ვეხმარებით ახალგაზრდებს, ჩეხეთის რესპუბლიკაში, კოლეჯისა და უნივერსიტეტის მოძიებაში
დაინტერესებული ხართ ჩეხეთში სწავლით? გსურთ აღმოაჩინოთ ახალი კულტურა, ისწავლოთ ენა, შეხვდეთ ახალ მეგობრებს და შესაძლებლობებს? ჩვენ დაგეხმარებით კოლეჯისა და უნივერსტეტის ინგლისურენოვან პროგრამების მოძიებაში
ხართ მშობელი, რომელსაც აწუხებს საკითხი - თუ როგორ გაუმკავლდება მისი შვილი ახალ ქვეყანაში ყოფნას? ჩვენ გთავაზობთ სრულ, საფასურზე დაფუძნებულ დამატებით ზრუნვას და დაგეხმარებით ისეთი საკითხების გადაჭრაში როგორიცაა, ახალ ქვეყანაში საცხოვრებელი ადგილის მოძიება, ტრანსპორტირება, პირადი დაცვით უზრუნველყოფა და სხვ.





საუნივერსიტეტო განათლების სისტემა ცენტრალურ ევროპაში
უმაღლესი განათლება დაყოფილია სამ საფეხურად: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.
ბაკალავრის ხარისხი, ჩვეულებრივ, გრძელდება სამიდან ოთხ წლამდე და წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება ხელოვნების ბაკალავრის (Bc.) ან ხელოვნების ბაკალავრის (BcA.) წოდება. ხარისხი იწერება სახელის წინ.
მაგისტრატურა, როგორც წესი, გრძელდება ორი წლის განმავლობაში, თუ ის წინა სასწავლო კურსის გაგრძელებაა. არასადიპლომო პროგრამების შემთხვევაში სწავლის ვადა შეიძლება იყოს ოთხიდან ექვს წლამდე. მაგისტრატურის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტი მიიღებს მაგისტრის (Mgr.), ხელოვნების მაგისტრის (MgA.), ინჟინრის (Ing.), ინჟინერ არქიტექტორის (ING. Arch.), მედიცინის დოქტორის (MUDr.), სტომატოლოგის (MDDr.), ვეტერინარული მედიცინის დოქტორის (MVDr.) წოდებას. ხარისხის დასახელება იწერება სახელის წინ.
დოქტორანტურა განკუთვნილია სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის და ჩვეულებისამებრ, გრძელდება სამი წელი. სტუდენტები იღებენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის (PhD.) ან თეოლოგიის დოქტორის (Th.D.) ხარისხს.
სასწავლო წელი
სასწავლო წელი დაყოფილია ორ სემესტრად.
ზამთრის სემესტრი იწყება სექტემბერში ან ოქტომბერში და სრულდება კრედიტებითა და გამოცდებით. საგამოცდო პერიოდი, ჩვეულებისამებრ, იანვარში დგება.
ზაფხულის სემესტრი იწყება თებერვალში, სრულდება ისევე, როგორც ზამთრის სემესტრი და საგამოცდო პერიოდი სტანდარტულად გრძელდება ივნისის ბოლომდე. სწავლის ფინალურ კურსზე, სტუდენტი დაკავებულია საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო დისერტაციის წერით და მოეთხოვება საბოლოო სახელმწიფო გამოცდების ჩაბარება. შემდეგ მას ეძლევა უნივერსიტეტის სწავლის წარმატებით დასრულების დიპლომი.

ჩვენ გთავაზობთ
უმაღლესი განათლება
-
შესაფერისი უნივერსიტეტისა და სასწავლო სფეროს შერჩევა
-
შერჩეულ უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია და დამატებითი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა
-
მიღების პროცედურების დეტალები და საჭირო მომზადება
-
ჩეხეთის რესპუბლიკაში სტუდენტის სტატუსის მინიჭების უზრუნველყოფა
-
დახმარება სწავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში